რუსეთის, ჩინეთისა და შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს მოსკოვში ხვდებიან ერთმანეთს რათა ავღანეთში არსებული სიტუაცია განიხილონ. შეხვედრის მონაწილეები ამასთან, სავარაუდოდ დასავლეთის სახელმწიფოებს მიუთითებენ, რომ აუცილებელია აზიის ქვეყნების ინტერესების განხილვაც, როცა ავღანეთის სტრატეგია იგეგმება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, კონფერენციაზე განცხადება წაიკითხა, განაცხადა, რა, რომ მოსკოვი მზად არის ითანამშრომლოს ავღანეთის სტაბილიზაციის მიზნით.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ჩინეთი და შუა აზიის ოთხი სახელმწიფო. ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეხვედრაზე წარმომადგენლები მიავლინეს. მოსკოვის კონფერენციას ესწრება გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნიც.
რამდენიმე დღეში ავღანეთის საკითხის ირგვლივ ჰააგაში გაეროს ეგიდით კიდევ ერთი კონფერენცია გაიხსნება.