ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანში პრეზიდენტობის ვადის ლიმიტის გაუქმებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ტარდება


აზერბაიჯანში პრეზიდენტობის ვადის ლიმიტის გაუქმებისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ტარდება. საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ რეფერენდუმში აღრიცხულ ამომრჩეველთა სამოცდათერთმეტმა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ამ ინფორმაციის თანახმად, უმრავლესობამ, წინასწარი გადათვლით ოთხმოცდათორმეტმა პროცენტმა ხმა დაუჭირა ლიმიტის გაუქმების წინადადებას. აზერბაიჯანში მივლინებულმა ევროსაბჭოს ოთხკაციანა დელეგაციამ აღნიშნა, რომ რეფერენდუმი კარგად იყო ორგანიზებული, იგი გამჭვირვალეობით გამოირჩეოდა და მშვიდობიან ატმოსფეროში ჩატარდა. რეფერენდუმის შედეგი ქვეყნის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ნებას აძლევს უვადოდ წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე. როიტერსის ახალი ამბების სააგენტო იუწყება, რომ ოპოზიციური პარტიის “მუსავათის” ლიდერმის ისა გამბარის მტკიცებით, რეფერენდუმი უამრავი დარღვევით ჩატარდა.

XS
SM
MD
LG