ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში დემონსტრაცია მიმდინარეობს




ლიბანში დემონსტრაცია მიმდინარეობს. ჯგუფი, რომელმაც ეს სვლა მოაწყო აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთს ძალზე სწადია დემოკრატიული ცვლილებები და ხალხმა უკვე ნათლად დაამტკიცა ის, რომ ამის მისაღწევად ბრძოლას აპირებს.

თუმცა ეს ჯგუფი ამერიკის პრეზიდენტს მოუწოდებს ხელი აიღოს ერაყში მისი წინამორბედის პრეზიდენტ ბუშის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, თავი ანებოს რეჟიმის შეცვლის მცდელობებით მოქმედებას, აღიაროს აქ მიმდინარე დემოკრატიული პროცესის მიერ გამოწვეული შედეგები, იმ შემთხვევეშიც კი, როდესაც ისლამისტები, მაგალითად პალესტინელთა არჩევნებში ჰამასი იმარჯვებს. რადვან მასმუდი ისლამისა და დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრის დირექტორია. ამ ჯგუფმა, რომელიც თვლის, რომ ერაყში შეჭრა დიდი შეცდომა იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამასადმი მიწერილ წერილში ჩამოაყალიბა საკუთარი შესხედულებები:

“მეორე შეცდომა კი ისაა, რომ ჩვენ დემოკრატიას და მასზე საუბარს ვივიწყებთ, როდესაც საქმე ისლამისტურ პარტიებტს ეხება. როდესაც ისინი წარმარტებას აღწევენ ეგვიპტეში, პალესტინაში, ლიბანსა თუ მაროკოში. მე ვთვლი, რომ ეს დიდი შეცდომაა. დემოკრატია პროცესია და ჩვენც მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ და ამ პროცესს ხელი არ შევუშალოთ”. ამბობს ბატონი მასმუდი.

შეერთებული შტატების პოლიტიკა იმ ისლამისტური ჯგუფების მიმართ, რომლებიც ძალადობის მეთოდებით ბრძოლას უარყოფენ და დემოკრატიის კანონებს ემორჩილებიან უნდა შეიცვალოს. აგრძელებს იგი.

პროფესორი საად ედინ იბრაჰიმი ეგვიპტელი რეფორმატორია. მან ქვეყნის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაკის გაკრიტიკებისთვის რამდენიმე წელი დაჰყო ეგვიპტის ციხეებში:

“ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამერიკის ინტერესების დაცვა მუსლიმანური და არაბული სამყაროს, ხალხთან მოკავშირეობის დამყარებით უფროა შესაზლებელი, ვიდრე ამ რეგიონის დიქტატორებთან დაახლოვებით. იმიტომ, რომ დიქტატორებთან მოკავშირეობას, გრძელვადიან პრესპექტივაში მხოლოდ ნეგატიური შედეგებისკენ მივყავართ”. აცხადებს საად ედინ იბრაჰიმი.

ეგვიპტის მთავრობა დიდი მონდომებით ებრძვის ისლამისტურ მოძრაობას “მუსლიმთა საძმოს”. მიუხედავად იმისა, რომ საძმომ უკვე დიდი ხანია, რაც დაგმო ძალადობის მეთოდებით ბრძოლის ტაქტიკა და ახლა ეგვიპტის პარლამენტში უდიდეს ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, დაკავებულია საძმოს ასობით წევრი. სამწუხაროდ ვაშინგტონი ამასთან დაკავშირებით ქაიროს, რომელიც შეერთებული შტატების მოკავშირედ მოიაზრება არაფერს ეუბნება.

იბრაჰიმის თქმით, ბევრ ქვეყანაში, თურქეთის, ინდონეზიის და მაროკოს ჩათვლით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების დამსახურებით ისლამისტებმა ზომიერი პოლიტიკური კურსის გატარება დაიწყეს.

იბრაჰიმის ჯგუფი, პრეზიდენტ ობამას საინაუგურაციო სიტყვას და მის მიერ ისლამური სამყაროსთვის ხელის გაწოდების ჟესტს მოიწონებით შეხვდა.

სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და კანონიერების ცენტრის დირექტორი ლარი დაიმონდის თქმით, პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა საქმითაც უნდა დაამტკიცოს;

“საბოლოოდ არაბი ხალხი ჩვენ უფრო იმით შეგვაფასებს თუ რას ვაკეთებთ და არა იმით რას ამბობს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი თუ პრეზიდენტი”. ამბობს ბატონი დაიმონდი.

“შეერთებული შტატები ასეთ ქვეყნებში დემოკრატიის გაუმჯობესებას ყოველთვის დახმარების პროგრამების, განცხადებების და კერძო დიპლომატიის მეშვეობით ცდილობდა”. ამბობს კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის წარმომადგენელი მაიკლ დანი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის მიმართებაში ამერიკული პოლიტიკური კურსის გადახედვას აპირებს. თუმცა დეპარტამენტის პრესმდივნის რობერტ ვუდსის თქმით, ვაშინგტონს ამ რეგიონში დემოკრატიული ცვლილებებისთვის მხარდაჭერის კურსი არ შეუცვლია. ახლო აღმოსავლეთსა და მთელს მუსლიმანურ სამყაროში ადამიანის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის მხარდაჭერა ამერიკას ისტორიის მიერ გამართლებულ პოზიციაზე აყენებს- თვლის რადმან მასმუდი.


ლიბან



XS
SM
MD
LG