ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრესის თავისუფლება  ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში გაუარესდა


მედია ჯგუფის განცხადებით პრესის თავისუფლება ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ბოლო 6 თვის მანძილზე გაუარესდა. ამას ზოგიერთი სახელმწიფოს მთავრობის ჟურნალისტებთან დაპირისპირებასა და აშშ-ში ბეჭდვითი მედია ინდუსტრიაში ეკონომიკური კრიზისით ხსნიან. ორშაბათს გამოქვეყნდა დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით პარაგუაიში გამართული მედიის წარმომადგენლების შეხვედრისას. მაიმიში მომქმედი ინტერ ამერიკული პრესის ასოციაციის განცხადებით მექსიკა ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიში ქვეყანაა მსოფლიოში. მექსიკა ნარკოტიკების ირგვლივ შექმნილი ომის გამო დასახელდა. 2008 წელს 4 ჟურნალისტი დაიღუპა და 8 მზიმედ დაშავდა მათზე განხორციელებული შეტევების გამო. მათივე განცხადებით ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავეზი გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებს პრესას, მის მაგალითს კი ბოლივია, ეკვადორი , ნიკარაგუა, და ჰანდურასი მისდევენ. ორგანიზაცია აგრეთვე შეშფოთებას გამოხატავს , რომ აშშ-ში შესაძლოა დაიხუროს ტრადიციული გაზეთები ეკონომიკური კრიზისის გამო.

XS
SM
MD
LG