ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ეკონომიკა - აქციების კურსი მკვეთრად დაეცა


ფინანსური ორგანიზაციები იუწყბიან დიდი დანაკარგების შესახებ. ამერიკულ საფინანსო ბაზრებზე დახურვისას მკვეთრად დაქვეითებული კურსი დაფიქსირდა. მსგავსი რამ 1997 წლის შემდეგ არ მომხდარა. სამივე წამყვანი სააქციო ინდექსი ოხი ან მეტო პროცენტული მაჩვენებლით დაქვეითდა. უოლ სტრიტზე აქციების მასიური გაყიდვა მოჰყვა ამერიკული სადაზღვევო მსხვილი კომპანიის American International Group"-ის შესახებ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად გასული წლის უკანასკნელ მეოთხედში ამ ორგანიზაციამ სამოც მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ამ ორგანიზაციისათვის ახალი სადამხმარებლო პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა, რომელიც დამატებით 30ო მილიარდ დოლარს მოიცავს. ათ პროცენტზე მეტით შემცირდა ნავთობის ფასი. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეცესია კიდვ უფრო შეამცირებს მოთხოვნას ენერგო რესურსებზე. ლონდონის Financial Times 100" ექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებლით დაიხურა. ტოკიოს ნიკეის ინდექსი კი გაიხსნა ორი პროცენტით დაქვეითებული მაჩვენებლის ფონზე.

XS
SM
MD
LG