ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცენტრალური აზია და მისი მომავალი


ოთხშაბათს ოფიციალურმა ტაშკენტმა უზბეკეთის ტერიტორიის გავლით ნატოს შეირაღებულ ძალებს ავღანეთის მიმართულებით არასამხედრო ტვირთის ტრანსპორტირების უფლება მისცა. შეგახსენებთ რომ 2005 წელს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ უზბეკეთში ადამიანთა უფლებების დაცვის ანგარიშის გაკრიტიკების შემდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს უზბეკეთის საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება ჩამოერთვათ. ასევე თურქმენეთმაც აღნიშნა რომ ნატოს სამხედრო ძალებს ჰუმანიტარული ტვირთის გადატანის საშუალებას მისცემს, თუმცა შეერთებულ შტატებს თებერვლის დასაწყისში ბიშკეკთან განლაგებული მანასის ავიაბაზების გამოყენება აუკრძალა მას შემდეგ რაც რუსეთმა რამდენიმე მილიარდ დოლარიანი სადამხმარებლო პაკეტი შესთავაზა. პოლიტიკური ანალიტიკოსები აცხადებენ რომ მასგავსი გადაწყვეტილებებში მოიაზრება ცენტრალური აზიის ქვეყნების ახალი პოლიტიკური კურსი, კერძოდ კი ეს ქვეყნები იღებენ იმ გადაწყვეტილებას რომელიც მათ ინტერესბს დაიცავს.თუმცა ბიშკეკში ყირგიზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი მურატ სუიმბაევი აცხადებს რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჯერ კიდევ არ შესწვეთ უნარი მიიღონ გადაწყვეტილება რუსეთისგან დამოუკიდებლად: ცენტრალური აზიის ქვეყნებს მაგალითად არ შეუძლიათ მიჰყიდონ ბამბა შეერთებულ შტატებს, მაგრამ შეუძლიათ მიჰყიდონ რუსეთს. ამისდა მიხედვით ძალიან ცოტა შანსია იმისა რომ აშშ-ი ცენტრალური აზიის ქვეყნების სავაჭრო პარტნიორი გახდეს. ცდ

ყირგიზეთის მთავრობის გადაწყვეტილება შეიძლება რუსეთის ზეწოლით განხორციელდა, მაგრამოფიციალურ მოსკოვსა და ტაჯიკეთს შორის ურთიერთობა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დაიძაბა. როგორც მოსკოვის დესეთეს ინსტიტუტის ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი გროზინი ამბობს ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი ტაჯიკეთში ახალ-ახალი პრობლემების მოზღვავებაა. ტაჯიკეთი ეძებს იმ ძალას რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. გაურკვევლია ეს იქნება შეერთებული შტატები, ევროკავსირი, რუსეთი თუ ჩინეთი. ამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეტს არ სურს პასუხისმგებლობა აიღოს ტაჯიკეთში არსებული პრობლემების მოგვარების საკითხში. ბატონი გროზინი აღიარებს რომ მიუხედავად იმისა რომ ცენტრალური აზია ინვესტორებისთვის მიმზიდველი რეგიონია, ეს დიდ რისკთანაც არის დაკავშირებული. მან იქვე დასძინა რომ საეჭვოა ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთისა და ერაყის ფონზე ცენტრალური აზიის რეგიონში ფეხის მოკიდება გადაწყვიტოს. ამის ფონზე ოფიციალური ვაშინგტონი დაინტერესებულია იმ მილსადენებით რომელიც ცენტრალური აზიიდან რუსეთის გვერდის ავლიტ გაზსა და ნავთობს მიაწვდის ევროპას. ამჟამად რეგიონში ამ მხრივ სრული მონოპოლია რუსეთს უკავია, მაგრამ როგორც მოსკოვის კარნეგის ცენტრის ცენტრალური აზიის ანალიტიკოსი ალეკსეი მალაშენკო აცხადებს ამ მონოპოლიას დასარული უწერია: დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ დაკარგავს რუსეთი მონოპოლიას, რა ხერხს მიმართავს ამ გავლენის შესანარჩუნებლად და რას მოიმოქმედებს ალტერნატიული გზების ძიების პროცესში. მნიშვნელოვანია რომ რუსეთმა ეს გავლენა შეინარჩუნოს. ცდ

ამის ფონზე ყაზახეთს და თურქმენეთს ბუნებრივი აირისა და ნავთობის დიდი მარაგი აქვთ, ხოლო ყირგიზეთი და ტაჯიკეთი საარსებო მნიშვნელობის პროდუქტით - წყლით არიან განებივრებულები. უზებეკეთი და ყაზახეთი კი წყლის ნაკლებობას განიცდიან. როგორც ანდრეი გროზინი აცხადებს წყლის საკითხი უზბეკეთ-ტაჯიკეთის დაძაბული ურთიერთობის მიზეზია. ტაჯიკეთი განიხილავს კაშხალის აშენებას , რაც ტაშკენტს უქმნის ეჭვს რომ დუშანბე ამ საშუალებას პოლიტიკური გავლენისთვის გამოიყენებს.

ანალიტიკოსი ალეკსეი მალაშენკო აღიარებს რომ ცენტრალურ აზიაში წყლის მარაგი მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ რეგიონის პოლიტიკურ სფეროში. რეგიონში წყლის მარაგი მართლაც საშიში და მტკივნეული საკითხია. თუ ვინიცობაა ადგილობრივი კონფლიქტი გაღვივდება ეს არ იქნება ეთნიკური ან საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემა, კონფლიქტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ წყალი იქნება. რუსეთი, ჩინეთი თუ ევროპა ყველა ეცადა ამ პრობლემის მოგვარებას თუმცა ჯერეჯრობით უშედეგოდ.ცდ

მიუხედავად იმისა რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები სხვადასხვა რეგიონალური ეკონომიკური და უსაფრთხოების ორგანიზაციების წევრი ქვეყნებია, მათთან ურთიერთობა კონფლიქტს უფრო გავს ვიდრე ურთიერთთანამშრომლობას. მალეშენკო აცხადებს რომ რამდენიმე სასაზღვრო კონფლიქტები და ცუდი ეკონომიკური პრობლემები ტაშკენტსა და დუშამბეს შორის პირდაპირი რეისების არ არსებობის გამოძახილია. ამის ფონზე ყაზახეთი როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერი დეპორტაციას უხდენს მეზობელი ქვეყნების იმიგრანტ მუშა ხელს და პოლიტიკური ლიდერობის ხელში ჩაგდებას ლამობს.როგორც გროზინი აცხადებს გლობალური ეკონომიკური კრიზისი ცენტრალურ აზიის განვითარებას ხელს უშლის. ასევე მუხედავად იმისა რომ რეგიონის ქვეყნები ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას ცდილობენ , უფროსი თაობა ჯერ კიდევ სენტიმენტალიზმით იგონებს საბჭოთა კავშირს.


XS
SM
MD
LG