ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსოვოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ხვდებიან


კოსოვოს პრეზიდენტი ფატმირ სეჯიუ და პრემიერ-მინისტრი ჰაშიმ თაჩი ვაშინგტონს ესტუმრნენ. დღეს ისინი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს შეხვდებიან. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა მიულოცა კოსოვოს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავი. ამერიკის მილოცვასი აღნიშნული იყო ისიც, რომ კოსოვოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისათვის გადადგმულმა ნაბიჯებმა ძალზე სწრაფად გამოიღო შედეგები. აქვე ნათქვამია ისიც, რომ კოსოვომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის სფეროშიც დიდ წარმატებებს მიაღწია. ჯერ-ჯერობით კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს ორმოცდათხუთმეტმა ქვეყანამ აღიარა.

XS
SM
MD
LG