ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება


პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, ბაგრამში ამერიკის საჰაერო ბაზაზე დაკავებულ ავღანელებს არ აქვთ უფლება საკუთარი განაჩენი ამერიკულ სასამართლოში გაასაჩივრონ.

ამ განცხადებით ობამას ადმინისტრაცია ბუშის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.

ავღანელ დაკავებულთა ადვოკატები პრეზიდენტი ობამას ადმინისტრაციის ამ განცხადებას უარყოფითად შეხვდნენ.

გასულ წელს ამერიკის უმაღლესმა სასამრთლომ გუანტანამოში დაკავებულთა საქმეების განხილვა საკუთარ თავზე აიღო,რადგან ეს ტერიტორია ამერიკის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება.

პარასკევს იუსტიციის დეპარტმანეტის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია,რომ ავღანეთის ბაზაზე დაკავებული 600 პატიმრის შემთხვევა განსხავვებულია,რადგან ამ ადამიანებს საომარ ზონაში ჩადენილ სამხედრო მოქმედებებში ედებათ ბრალი.

XS
SM
MD
LG