ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ქმედებები აშშ-სა და  ალიანსის წევრ ქვეყნებს  პრობლემებს უქმნის


აშშ-ის თავდაცვის მდივნის რობერტ გეითსის განცხადებით, რუსეთის ქმედებები აშშ-სა და ალიანსის წევრ ქვეყნებს პრობლემებს უქმნის. „რუსეთის გარკვეული ქმედებები შემაშფოთებელია ჩვენთვის, მაგრამ რუსეთი გვჭირდება ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად. აუცილებელია რომ გამოინახოს საერთო ენა და აღდგეს კონსტრუქციული ურთიერთობები მომავალში. მაგრამ ამავე დროს პრობლემატურია რუსეთის რეაქციები ზოგიერთ საკითხზე.ცდ კრაკოვში დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან. გეითსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ორმაგ თამაშს თამაშობს. ერთის მხრივ იგი სთავაზობს დახმარებას ავღანეთში, ხოლო მეორეს მხრივ ყირგიზეთს მოუწოდებს დახუროს მანასის სამხედრო ბაზა, რომლის საშუალებითაც ამერიკელები აღჭურვილობას აწვდიან ჯარისკაცებს ავღანეთში.

როგორც გეითსმა განაცხადა, მინისტრებმა უნდა მოილაპარაკონ თუ როგორ გააგრძელონ დიალოგი რუსეთთან . საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების შემდეგ დიალოგი ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრებსა და რუსეთს შორის შეჩერებული იყო. რობერტ გეითსმა იმედი გამოთქვა , რომ რუსეთთან საუბარი ახალ ტალღაზე წარიმართება. მან მოუწოდა მაღალ დონეზე გადაიხედოს რუსეთ -ამერიკის ურთიერთობები პენტაგონის, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ჩართვით.

XS
SM
MD
LG