ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია და რუსეთი კურილის კუნძულების კუთვნილების შესახებ მოლაპარაკების გამართვას აპირებენ


იაპონია და რუსეთი კურილის კუნძულების კუთვნილების შესახებ მოლაპარაკების გამართვას აპირებენ. შეთანხმებას რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ტარო ასომ მიაღწიეს. ლიდერები კუნძულ სახალინზე შეხვდნენ ერთმანეთს.ბატონი ასო იაპონიის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სახალინი მოინახულა. კურილის კუნძულების სადაო კუთვნილების გამო, რუსეთსა და იაპონიას არასდროს მოუწერიათ ხელი ომის დასრულების შეთანხმებაზე. აღსანიშნავია ის, რომ ამ კუნძულების ანექსია საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მოახდინა.
XS
SM
MD
LG