ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ერთდროულად რამოდენიმე კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით ქაბულში ერთდროულად რამოდენიმე კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქებები ქაბულში სამ სამთავრობო შენობასთან განხორციელდა. ინცინდენტის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი და 60 დაშავდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბებმა აიღეს . ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტერაქტი 5-მა თალიბმა ქაბულის ცენტრში იუსტიციის სამინისტროს შენობასთან განახორციელა ადგილობრივი დროით ექვსის ნახევარზე. ეს შენობა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარეობს. ქაბულში მყოფი ამერიკის ხმის კორესპონდნტის ბარი ნიუჰაუსის განცხადებით ავღანეთის ჯარი და პოლიცია მობილიზებულია და გადაკეტილი აქვთ პერიმეტრი. სხვა შეტევები განხორციელდა განათლების სამინისტროსა და ციხეების გენერალური დირექტორატის შენობაზე.

ამსათან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შესაძლოა გააგრძელებს ნატოსთვის განკუთვნილი ტვირთის გაგზავნას ავღანეთში საერთაშირისო სამხედრო ძალებისთვის.

რუსეთში ამჟამად 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პატრიკ მონი , რომელიც რუსეთის მთავრობასთან განიხილავს ალტერნატიულ გზებს ავღანეთში მყოფი კოალიციური ჯარების მოსამარაგებლად.

XS
SM
MD
LG