ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთმა ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა შეერთებული შტატები


ჩინეთმა ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებლით უკან ჩამოიტოვა შეერთებული შტატები. დღეს ჩინეთის ავტომწარმოებელთა ასოციაციამ გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა თანახმადაც გასულ თვეს ჩინეთმა შვიდას ოცდათხუთმეტი ათასი ავტომობილი გაყიდა, რაც ოთხმოცი ათასი ერთეულით მეტია შეერთებულ შტატებში იმავე თვეს დაფიქსირებულ გაყიდვებთან შედარებით. ინდუსტრიის ექსპერტები ამბობენ, რომ ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდ ავრტომობილების მწარმოებლად გადაიქცა. თუმცა მათი მტკიცებით ეს იმიტომ მოხდა, რომ ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის გამო გაყიდვებმა დაიკლო. ამერიკაში ავტომობილების გაყიდვა გასულ იანვარს ოცდაჩვიდმეტი პროცენტით დაეცა და მხოლოდ ექვსას ორმოცდაათი ათასი ავტომობილი გაიყიდა, ეს კი ბოლო ოცდაექვსი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG