ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიჩარდ ჰოლბრუკი პაკისტანში  პირველი ვიზიტით მიემგზავრება


დღეს ამერიკის ვეტერანი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი,რომელიც ამ რეგიონში ამერიკის საგანგებო ელჩად დაინიშნა, პაკისტანში პირველი ვიზიტით მიემგზავრება. კვირას,გერმანიაში ვიზიტისას ჰოლბრუკმა მსოფლიო ლიდერებსა და უშიშროების ექპერტებს განუცხადა,რომ ავღანეთი მისი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა.მისი აზრით,დღესდღეობით ავღანეთში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლა და სტაბილურობის დამკვიდრება ბევრად უფრო რთულია ,ვიდრე ერაყში.

ჰოლბრუკის განცხადებით,ავღანეთს ახალი მიდგომა და მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი სამხედრო ძალები ესაჭირეოება. ამერიკის ახალი ელჩის პირველი ვიზიტი პაკისტანში ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის ერთგავრი გამოხატულებაა, რომელიც 2009 წელს ავღანეთში კოალიციის ჯარების 14ათასი ჯარისკაცით გაზრდას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG