ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკური გეგმის დამტკიცებამ  შესაძლოა ამერიკაში  პროტექციონიზმის აყვავებას შეუწყოს ხელი


ორშაბათს ვაშინგტონში, ევროკავშირის ელჩმა ჯონ ბრუტონმა განაცხადა,რომ მასტიმულირებელი გეგმის სტრატეგიამ „იყიდეთ მხოლოდ ამერიკული პროდუქცია“ შესაძლოა შეზღუდვების შედეგად ეკონომიკის დაღმასვლა გააძლიეროს და სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე უარყოფითად აისახოს.

ამერიკის სენატის რესპუბლიკელთა ლიდერის მიჩ მაკკონელის განცხადებით, სტრატეგია „იყიდეთ მხოლოდ ამერიკული პროდუქცია“ მთელს დედამიწაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო ომს გაჩაღებს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს კანონმდებლებს, ამ მცირე უთანხმოების გამო ნუ გადადებენ სენატის გეგმის იმ ვარიანტის დამტკიცებას,რომლის მიხედვითაც ამერიკის ეკონომიკას სახელმწიფოსგან სტიმულირებისათვის 900 მლიარდიანი დახმარება გადაეცემა .წარმომადგენელთა პალატამ გეგმის მისეული ვარიანტი გასულ კვირას რესპუბლიკელების მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა.

XS
SM
MD
LG