რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის ახალი პატრიარქი შეუდგა მოღვაწეობას. იგი პირველი პატრიარქია რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლისშემდეგ აირჩიეს. პატრიარქი კირილი დღეს საზეიმოდპირველად შემოსეს. ამ დღეს ათასობით მორწმუნე ადამიანი დაესწრო. მათ შორის სასულიერო პირები და მთავრობის წარმომადგენლებიც. ცერემონიაზე ასევე იმყოფებოდა პრემიერ- მინისტრი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ახალი პატრიარქის მოსვლა სახელმწიფოსა და ეკლესიის შორის დიალოგისა და ერთიანობის გამოხატულებაა. 1991წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,რუსეთის მთავრობასა და ეკლესიის შორის ურთიერთანამშრომლობა გაიზარდა.რუსეთის მართმადიდებლურმა ეკლესიამ ერთხმადაირჩია 62 წლის კირილი ეკლესიის წინამძღვრად. იგი ეკლესიის მე-16 ლიდერია. მისი მრევლში 100 მილიონზე მეტი ადამიანია.