ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა სააკაშვილის  უპირობო გადადგომა მოითხოვეს


ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტი სააკაშვილი 2008 წელს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში დაადანაშაულეს და მისი უპირობო გადადგომა მოითხოვეს. საერთო ძალებით შექმნილ დეკლარაციაში პარტიები აცხადებენ,რომ საქართველოსათვის ერთადერთი გადარჩენის გზა დღესდღეობით პრეზიდენტი სააკაშვილის გადადგომაა. პარტიები დოკუმენტში ახალი კანონის მიღების საფუძველზე ადრეული არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. საქართველოს პარლამენტში წამყვან ოპოზიციურ პარტიად ქრისტიან -დემოკრატები გვევლინებიან. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კანონით 2013 წელსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG