ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ პრეზიდენტმა პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ალ-არაბიას ტელეარხს მისცა


ბარაქ ობამამ თავისი პირველიინტერვიუ შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში არაბულ ტელეკომპანიას ალ-არაბიას მისცა. ბარაქ ობამას ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას აპირებს.

ბარაქ ობამას განცხადებით:“ ჩემი ვალია ავუხსნა ამერიკელ ხალხს,რომ ისლამური სამყარო სავსეა არაჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებსაც მშვიდობიანი ცხოვრება და უკეთესი მომავალი სურთ თავიანთი შვილებისათვის. ასევე მე მინდა ვუთხრა მუსულმანებს რომ ამერიკელები არ არიან მათი მტრები.“

სამშაბათს ამერიკის ახალი ელჩი ახლო აღმსოავლეთის რეგიონში ჯორჯ მიტჩელი თავის ეგვიპტელ კოლეგას შეხვდა ქაიროში. შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის განცხადებით აღნიშნული შეხვედრა ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.ბარაქ ობამას თქმით:“ ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ მივუთითოთ ისრაელსა და პალესტინელებს თუ რა იქნება შექმნილი სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი. მათ თავად უნდა გააკეთონ არჩევანი. თუმცა ერთი რამე ნათელია რომ ის გზა რომელსაც ისინი დღეს ადგანან ამ ხალხებს არაფერ სიკეთეს არ მოუტანს.“

პრეზიდენტ ობამას განცხადებით ამერიკამ ბევრი შეცდომა დაუშვა წარსულში, მაგრამ ახლა ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ვერაფერი დაუდგება წინ. ამ ურთიერთობების გაუარესება კი ობამას წინამორბედის მიერ ავღანეთსა და ერაყში მუსლიმანების წინააღმდეგ წამოწყებულმა ომებმა გამოიწვია.ბარაქ ობამა მიიჩნევს რომ აუცილებელია ირანთან პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, რომელიც 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ შეწყდა. მისი თქმით:“ ძალზე მნიშვნელოვანია ირანთან დიალოგის აღდგენა. უნდა გავარკვიოთ გვაქვს თუ არა ჩვენ გადაულახავი წინააღმდეგობები და გამოვნახოთ ერთმანეთთან საერთო ენა.“

როგორც ირანის ერთ-ერთი გავლენიანი გაზეთის რედაქტორი მოსაუბ ნაემი აცხადებს:“ თუ ეს მართლა მოხდება მაშინ როგორც ირანში ისე მთელს რეგიონში შეიცვლება ხალხის წარმოდგენა შეერთებულ შტატებზე, რომელიც ადრე არცერთი სახელმწიფოს ინტერესებს არ ითვალისწინებდა.”

თავის მხრივ როგორც მსოფლიოს ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი მუსულმანური ქვეყნის პარლამენტის წევრმა აზვარ ანასმა განაცხადა:“ ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ობამაზე ნაკლები გავლენა ექნებათ ებრაული ლობის წარმომადგენლებს და სამხედროებს, რადგან გადაწყვეტილებების მიღებისას მათ მხოლოდ პრობლემების შექმნა შეუძლიათ.“

ამასობაში სამშაბათს ღაზას სექტორის და ისრაელის საზღვარზე ნაღმზე აფეთქების შედეგად ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა. რასაც ისარელის შვეულმფრენების თვადსხმა მოჰყვა, რომლის დროსაც ერთი პალესტინელი მოკლეს.


XS
SM
MD
LG