ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოში  ლტოლვილთა  რიცხვი  16მილიონამდე გაიზარდა


მსოფლიოში ლტოლვილთა რიცხვი 16 მილიონამდე გაიზარდა.მათ შორის სხვადასხვა ეროვნების ადამიანები არიან ავღანეთიდან,პალესტინიდან,ბირმიდან, სომალიდან და სუდანიდან.ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარსა და სხვა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის,რათა დახმარება გაუწიოს იმ ადამიანებს,ვინც იძულებული შეიქნა,რომ საკუთარი სამშობლო დაეტოვებინა კანის ფერის,ეროვნების,რელიგიის, პოლიტიკური მრწამსის ან კონკრეტული რომელიმე საზოგადოებრივი ჯგუფის წევრობის გამო იდევნებოდა.

ამერიკის მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის სახელმწიფო დეპარტამენტი შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ დაზარალებულთადა იძულებით გადაადგილებულ ადამიანთა დასახმარებლად.ამ დახმარებაში შედის ნებაყოფლობითი რეპატრიაცია, ადგილობრივი ინტეგრაცია და ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლება.

2008 ფისკალურ წელს ამერიკის მოსახლეობის,ლტოლვილთა და მიგრაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა დახმარების პროგრამებისთვის 1 მილიარდი დოლარით გადარიცხა. ისეთმა პროგრამამ, როგორიცაა სიცოცხლის გადარჩენის პროგრამა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ლტოლვილს, იძულებით გადაადგილებულსა და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანს წყლით,თავშესაფრითა და სამედიცინო საშუალებებით პირველადი დახმარება გაუწია. უკანასკნელ წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს ერთ მილიონამდე ლტოლვილისა ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციას ისეთ ქვეყნებში,როგორიცაა: ავღანეთი, ბურუნდი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა,ლიბერია,მავრიატანია და სამხრეთ სუდანი .

2008 წელს პაკისტანსა და ირანში გაქცეული 275ათასი ავღანელისამშობლოს დაუბრუნდა.როდესაც ლტოლვილებს არ ძალულთ საკუთარ სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ, მათი ადგილობრივი ინტეგრაცია იმ ქვეყნებში,სადაც მათ თავშესაფარი იპოვნეს ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასეთ ადგილებად გვევლინებიან: აფრიკა,აზია და აღმოსავლეთ ევროპა. მსოფლიოში ლტოლვილთა ერთი მესამედი მესამე ქვეყანაშია გადასახლებული.ეს მაშინ ხდება,როდესაც ლტოლვილთა ჯგუფები ვერც სამშობლოში ბრუნდებიან და არც იმ ქვეყანაში დაედგომებათ, რომელსაც თავი შეაფარეს. მესამე ქვეყანაში ჩასახლება აგრეთვე ოჯახის გამთლიანების საფუძველზეც ხორციელდება.

დღესდღეობით მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატები მაინც ყველაზე მეტ ლტოლვილს აძლევს თავშესაფარს. გასულ წელს 60,000 ათასს ლტოლვილს მიეცა საშუალება ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ცხოვრება დაეწყო. სულ 1975 წლიდან დღემდე ამერიკაში 2 მილიონ შვიდასი ათასი ლტოლვილი გადმოსახლდა. ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულება დაიცვას და დაეხმაროს ლტოლვილებს კვლავ უცვლელი და მტკიცეა. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია და ის საძირკველი , რაზედაც დგას თავად ამერიკის შეერთებული შტატები.


XS
SM
MD
LG