ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი გმობს ჩაქოლვის პრაქტიკას ირანში


ირანის მთავრობამ დაადასტურა რომ ქალაქ მაშჰადში მეუღლეობრივი ღალატის გამო ორი მამაკაცი ქვებით ჩაქოლეს. მესამე, რომელიც ორმოში ცოცხლად ჩამარხეს, გადარჩა და თავი დააღწია სიკვდილს.

ორგანიზაცია რომელიც ჩაქოლვის საწინააღმდეგო კაპმანიას ხელმძღვანელობს აცხადებს რომ ირანში რვა ქალსა და ორ მამაკაცს უახლოეს მომავალში ქვებით ჩაქოლვა ელის. თუმცა ამას წინათ ირანის უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ მაჰმუდ ჰაშემიშაროუდიმ ერთერთ ქალს ქვებით ჩაქოლვა 100გაშოლტვით შეუცვალა.

2002 წელს ბატონი შაროუდის მიერ ჩაქოლვის აღკვეთის მიუხედავად,ირანის უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი აცხადებს რომ ბატონი შაროუდისდირექტივა დარიგების სახეს ატარებდა და რომ ირანელ მოსამართლეებს ყოველთვის ააქვთ უფლება იგი უგულველყონ.უახლოეს წარსულში თეირანში კრიმინალურმა სასამართლომ გაამართლა ორი და რომლებსაც მეუღლეობრივი ღალატის ბრალდებით ჩაქოლვა მიუსაჯეს. ეს განაჩენი დაამტკიცა უზენაესმა სასამართლომ მაგრამ უზენაესი სასამართლოს თავჯდომარემ საბოლოო განაჩენი მისი რელიგიასთან შეუთავსებლობის გამო შეცვალა.

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის "ამნესტი ინტერნეიშენელის" მიერ გამოქვეყენებული ანგარიში გმობს მაშადში განმხორციელებულ ჩაქოლვის პრაქტიკას და მოუწოდებს ირანისმთავრობას ქვეყნის სხვა რეგიონებში არ წაახალისონ დამნაშავის მსგავსი სახით დასჯა.

დიდ ბრიტანეთში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის "ამნესტი ინტერნეიშენელის" დირექტორი კეიტ ალენის აზრით მსგავსისასჯელი შემზარავი სასჯელის ფორმაა და ამ დროს მაქსიმალურ ტანჯვას ითვალისწინებს.

შეერთებული შტატები უერთდება საერთაშორისო საზოგადოებრიობის პროტესტს დამნაშავის ამ არადამიანური დასჯის წინააღმდეგ.

სახდეპის მიერ გამოქვეყნებული უწყების თანახმად ამ სახის სასჯელი არ ექვემდებარება სამოქალაქოდაპოლიტიკური უფლებების საერთაშორისო შეთანხმებას რომლის რატიფიკაციაში ირანმაც მიიღო მონაწილეობა. ვაშინგონი მოუწოდებს ირანს რომ არა მარტო აღკვეთოს ჩაქოლვის პრაქტიკა არამედ ყველა ბრალდებულისთვის სამართლიანი და კანონიერი სასამართლო პროცესი უზრუნველყოს.



XS
SM
MD
LG