ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს ვოჩი" მოუწოდებს საქართველოს და რუსეთს გამოძიება ჩაატარონ


საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის წამყვანი ორგანიზაცია მოუწოდებს რუსეთსა და საქართველოს ჩაატარონ გამოძიება აგვისტოს ომის დროს ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ. HUMAN RIGHTS WATCH-ის 200 გვერდიან მოხსენებაში „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა კონფლიქტის დროს“ აღნიშნულია არაპროპორციული და განურჩეველი ძალის გამოყენება ორივე მხრიდან და აგრეთვე ცხინვალის რეგიონის ოსური ძალების მიერ ქართული სოფლების მიზანმიმართული და სისტემატიური განადგურების კამპანია. აღინიშნა აგრეთვე რუსეთის მხრიდანარადამიზნებადი შეტევების განხორციელება საცხოვრებელ სახლებზე და ორივე მხრიდან კასეტური ბომბების გამოყენება. რესეთიც და საქართველოც უარყოფს ბრალდებებს გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესახებ.
XS
SM
MD
LG