ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში გადაიდო  ხაზინის დეპარტამენტის თავჯომარის კანდიდატურის მოსმენა


დღეს სენატის ფინანსური საკითხების კომიტეტში გადაიდო ხაზინის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნომინირებული კანდიდატურის მოსმენა. სენატორი მაქს ბაუკუსის განცხადებით მოსმენის ერთკვირიანი გადავადება დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთმა რესპუბლიკელმა სენატორმა გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვა დრო. ბარაკ ობამას მიერ წამოყენებულმა კანდიდატურამ ტომოთი გეიტნერმა კომიტეტს სამშაბათს განუცხადა, რომ მან 2001- 2004 წლებში არ გადაიხადა სოციალური დაზღვევისა და სამედიცინო პროგრამა "მედიქეარის" გადასახადები.გეიტნერს დაახლოებით 30 000 დოლარის ჯარიმის გადაიხდა მოუწია. მან აგრეთვე აღიარა რომ მან ერთხელ დაიქირავა მოსამსახურე, რომელსაც არ ჰქონდა საჭირო საიმიგრაციო საბუთები. მიუხედავად მოსმენის გადავადების, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა მაინც გამოხატა თავისი მხარდაჭერა.ბარაკ ობამამ აღნიშნა რომ ამ ფაქტების გამოაშკარავება უხერხული იყო, მაგრამ მაინც მოელის, რომ გეიტნერის კანდიდატურა დამტკიცდება.

XS
SM
MD
LG