ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებს


რუსეთისა და უკრაინის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებს ჯერ-ჯერობით არ სრულდება. რუსეთმა დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდება აღადგინა, მაგრამ ევროკავშირის სამონიტორინგო ჯგუფი აცხადებს, რომ ამის მიუხედავად, ევროპის ქვეყნებში ენერგიის უკმარისობა ძალზე მკვეთრადვ შეიგრძნობა. დღეს კიევსა და მოსკოვს შორის ვოკალური ბრძოლა მიმდინარეობს. დღეს გაზპრომმა უკრაინას გაზის გადაქაჩვაში დასდო ბრალი. უკრაინის მთავრობის მრჩეველმა ენერგეტიკის დარგში ოლეკსი ჰუდიმამ ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ მართალია რუსული გაზი უკრაინას მიეწოდება, მაგრამ ევროპისთვის მიწოდების აღსადგენად საკმარისი რაოდენობის დაგროვებას გარკვეული დრო ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG