ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზერბაიჯანი რადიო ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას ავიწროვებს


აზერბაიჯანმა გადაწყვიტა სამაუწყებლო ლიცენზია აღარ გაუგრძელოს რადიო თავისუფლებას, ამერიკის ხმასა და ბიბისის. რადიო თავისუფლების აზერბაიჯანის ბიუროს ხელმძღვანელის კენან ალიევის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეფექტურად ახშობს უცხოურ მედიას. თუ ჩვენ ვეღარ გავალთ ეთერში FM-ის საშუალებით, მაშინ აუდიტორიის 95 პროცენტს დავკარგავთ. ციტატის დასასრული. შესაბამისად, ზემოთჩამოთვლილი მაუწყებლები მხოლოდ საკაბელო არხების ან სატელიტის მეშვეობით გააგრძელებენ მაუწყებლობას.

წერილობით განცხადებაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის მოქმედმა თანაშემწემ გორდონ დუგუდმა განაცხადა, რომ ამერიკა მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილების გამო. ეს სამი მაუწყებელი კრიტიკულ როლს თამაშობს აზერბაიჯანში დემოკრატიული დებატების განვითარების საქმეში.

დუგუდის განცხადებით, თუკი ეს გადაწყვეტილება შესრულდა იგი სერიოზულად შეაფერხებს აზერბაიჯანში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიული რეფორმის მდგომარეობასა და წინსვლას.

როგორც ჩანს, უცხოური მაუწყებლების ჩახშობის გადაწყვეტილება თავისუფალი პრესის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.

პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით 2008 წელს საპატიმროში სამი ცნობილი ჟურნალისტი იყო დაპატიმრებული. მეოთხე ჟურნალისტს სასამართლო პროცესის სერიოზული დარღვევები დააბრალეს. ჟურნალისტი ემინ ჰუსეინოვი კი პოლიციის დაკავებისა და ცემის შემდეგ საავადმყოფოში იქნა მოთავსებული.

ხელისუფლებამ ასევე ვერ გამოიძია ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ვერცერთი ფაქტი. ორგანიზაცია “ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” იტყობინება, რომ აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების ინდექსი 150ე ადგილზეა 173 ქვეყანას შორის.

რადიო თავისუფლების, ამერიკის ხმისა და ბიბისის FM სიხშირის დაბლოკვა ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მოისპობა tავისუფალი მედია- აცხადებს ჟურნალისტთა საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ჩარლზ რაისი. ადგილობრივი და სახელმწიფო მედიისგან განსხვავებით, უცხოელი ჟურნალისტები უფრო ხშირად კორუფციისა და მექრთამეობის შესახებ იტყობინებიან.

ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების მმართველი საბჭოს წარმომადგენელი ჯეფრი ჰირშბერგი აცხადებს, რომ ამ სიტუაციაში წაგებული რჩება აზერბაიჯანელი ხალხი. მთავრობის გადაწყვეტილებით ხელი ეშლება ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ქვეყანაში. ჩვენ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და სიტუაცია მოაგვაროს, ისე როგორც ამას აცხადებს ოფიციალური ბაქო. ამ ფონზე, მმართველთა საბჭო ყველაფერს გავაკეთებთ რათა აზერბაიჯანში ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების პოპულარული გადაცემების აღდგენის ალტერნატივა გამოვნახოთ.

XS
SM
MD
LG