ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის ელჩები დღეს პრაღაში შეიკრიბნენ


ევროკავშირის ელჩები დღეს პრაღაში შეიკრიბნენ საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს ეძღვნება ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტის გამო ევროპის დიდი ნაწილი შესაძლოა გაზის გარეშე დარჩეს.

შეხვედრას ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ჩეხეთი მასპინძლობს, თუმცა ამ ქვეყნის ლიდერთა განცხადებით პრაღას არ სურს რუსეთ-უკრაინის ოფიციალურ დისპუტში ჩაებას, რომელიც ევროკავშირის აზრით კომერციულ ხასიათს ატარებს. რუსეთმა უკრაინის გავლით გაზის მიწოდება პირველ იანვარს შეწყვიტა და კიევს ვალის გადაუხდელობაში დასდო ბრალი. გაზპრომის თავმჯდომარემ ალექსეი მილერმა უკრაინელები ბუნებრივი აირის ქურდობაშიც კი დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG