ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა კვირის ბოლოს ვაშინგტონში გადადის საცხოვრებლად


ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახთან ერთად კვირის ბოლოს ქალაქ ვაშინგტონში გადადის საცხოვრებლად.

ობამას ოჯახი თავდაპირველად თეთრი სახლის მახლობლად ისტორიულ ჰეი ადამსის სასტუმროში გაჩერდება. ორშაბათს მისი ქალიშვილები მალია და საშა კერძო სკოლაში დაიწყებენ სწავლას.

ისტორიულად ახლად არჩეული პრეზიდენტები, რომლებიც ინაუგურაციამდე ჩამოდიან დედაქალაქში, ბლეარ ჰაუსში ჩერდებიან , მაგრამ ბუშის ადმინისტრაციის განცხადებით 15 იანვრამდე სასტუმრო სახლი დაჯავშნილია.

ბარაკ ობამა ვაშინგტონში იქნება სამშაბათს ახალი მოწვევის კონგრესის ფიცის დადების ცერემონიისთვის და აგრეთვე ოთხშაბათს თეთრი სახლის მიღებაზე.

XS
SM
MD
LG