ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკვე მესამე დღეა, რაც ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორში დაძგუფება ჰამასის წინააღმდეგ შეტევას


უკვე მესამე დღეა, რაც ისრაელი აგრძელებს ღაზის სექტორში დაჯგუფება ჰამასის წინაამდეგ შეტევას. პალესტინელთა შორის დაღუპულთა რაოდენობამ 310-ს გადააჭარბა.

გაეროს სადამხმარებლო სააგენტოს შეფასების თანახმად, ღაზას სექტორში შაბათის შემდეგ 51 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ციფრი ეფუძნება ღაზას სექტორში საავადმყოფოებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან შემოსულ ინფორმაციას. პალესტინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის რეიდების შედეგად, ჰამასის 180 მეამბოხე დაიღუპა. თვითმხილველების ცნობით, დღეს ისრაელის თვითმფრინავებმა გაანადგურეს ჰამასის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე საჰაერო იერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში მდებარე ისლამისტურ უნივერსიტეტზე.

ისრაელის განცხადებით, საჰაერო იერიშებით მას სურს გასამხედროებულ დაჯგუფება ჰამასს ხელი ააღებინოს თავდასხმებზე ისრაელის მიმართ.

ისრაელის არმიამ დღეს ღაზას სექთორი დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადა. წარსულში ასეთ მოქმედებას ღაზას სექტორის სახმელეთო იერიში მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG