ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთში სტუდენტთა ამბოხება გრძელდება


საბერძნეთში სტუდენტთა ამბოხება გრძელდება. დღეს ქვეყნის პარლამენტის წინ შეკრებილმა ხალხმა ქვები დაუშინა პოლიციას.

ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქების ქუჩებში პოლიციასთან მრავალი შეტაკება მოხდა. ქვეყნის ოპოზიციური სოციალისტური პარტიის ლიდერმა გეორგე პაპანდრეუმ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კოსტას კარამანლისი ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას. ხოლო თავად კარამანლისმა მთავრობას ერთობისკენ მოუწოდა. პარლამენტის წინ დემონსტრაციის დასაშლელად პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ათენის ცენტრალურ ნაწილში მრავალი ხანძრის კერა წარმოშვა.

XS
SM
MD
LG