ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი


თბილისის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალი

9 დეკემბერს უკვე მეცხრედ გაიხსნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. რამდენიმე ხნის წინ ითქვა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო წელს ფესტივალის ჩატარება არ მოხერხდება, მაგრამ საბედნიეროდ 2008 წელი არ იქნება გამონაკლისი და 9-14 დეკემბრის განმავლობაში კინოთეატრ “ამირანსა” და “რუსთაველში” დაახლოებით 50 ფილმი იქნება წარმოდგენილი. პარასკევს კინოთეატრ ამირანში ამის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ფესტივალის დირექტორმა ნინო ანჯაფარიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ელის კინოს მოყვარულს ამ 5 დღის განმავლობაში.ნინო ანჯაფარიძე – წლევანდელი პპროგრამა, მაინც საინტერესო იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც გვეკადრება და უნდა ვთქვა, რომ, რომ არა სახელწიფოს მხარდაჭერა, ჩვენ ამ ფესტივალს ვერ ჩავატარებდით. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმ საელჩოებს, რომლებთანაც ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ და მათი დამხამრებით წელსაც გვექნება გერამნული, ფრანგული და იტალიური ფილმები. - ფესტივალზე გარდა ფრანგული გერმანული, იტალიური თუ რუსული ფილმებისა, წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული კინოც, რომელიც კინოცენტრის მემკვიდრეობის განყოფილებამ წელს აღადგინა. ამის შესახებ მედიას მემკვიდრეობის განყოფილების უფროსმა ლაშა ბაქრაძემ განუცხადა. ლაშა ბაქრაძე – მოგეხსენებათ, რომ ყველა ფესტივალზე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ძველ ფილმებს და ჩევნც უკვე მესამე წელია ვცდილობთ შემოგთავაზოთ ძველი ფილმებიც. წელს წარმოდგენილი იქნება 4 განახლებული მუნჯი ფილმი, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ამ ოთხ ფილმს შორის არის მიხეილ კალატოზიშვილის “ლურსმანი ჩექმაში”, რომელიც აქამდე დაკარგულად ითვლებოდა და მე დარწმუნებული ვარ, მაყურებელი პირველად ნახავს ამ უნიკალურ ფილმს. - ასე, რომ მართალია ოდნავ უფრო შევიწროვებული და ხელმოჭერილი სახით, მაგრამ კინომოყვარელებს 9 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება საკმაოდ ბევრი და საინტერესო კინო ნახონ “რუსთაველისა” და “ამირანის” კინოთეატრებში.
XS
SM
MD
LG