ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ავღანეთში კამიკაძე ტერორისტებმა 2 პოლიციელი მოჰკლეს


ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებით დღეს კამიკაძე ტერორისტებმა 2 პოლიციელი მოჰკლეს. ტერაქტი ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ხოსტში სამთავრობო შენობაში მოხდა. ძალოვნების განცხადებით, პირველი ტერორისტი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი სადაზვერვო სამსახურის შენობაში შევიდა და თავი აიფეთქა, მეორე ტერორისტმა კი გვერდით შენობაში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში აიფეთქა თავი. მანქანა , რომელიც ერთ- ერთი შენობის წინ იყო დაყენებული მოგვიანებით აფეთქდა. ისმოდა აგრეთვე სროლის ხმაც. მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობა თალიბმა მეამბოხეებმა აიღეს თავის თავზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოფ სხეფერმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ საჭიროა მეტი სამხედრო ძალა რეგიონში მეამბოხეთა გახშირებული შეტევების გამო. დამატებითი ძალა აუცილებელია ანტიტერორისტული სტრატეგიის განსახორციელებლად , მათ შორის უკვე დაკავებული პოზიციების გამაგრება, რომელიც მანამდე თალიბებს ეკავათ. ამ ტერიტორიებზე რეკონსტრუქციის ადგილობრივი პროექტების განხორციელება დაიწყოს.

XS
SM
MD
LG