ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდის პოლიციამ დემონსტრანტებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა


ტაილანდის პოლიციამ ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დაკავება და ჯარიმა ემუქრებათ. დღეს პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთ ადამიანზე მეტს შეკრება ეკრძალება და დამრღვევებს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ელით. დღეს დილით პოლიციამ საპროტესტო აქციის მომწყობ “დემოკრატიის სახალხო ალიანსის” ლიდერებთან აწარმოებს მოლაპარაკებას. მოპროტესტეებმა აეროპორტის მუშაობა შეაფერხეს და დაახლოებით ას ათას ადამიანს შეუშალეს ხელი მოგზაურობაში. ზოგი ავიაკომპანია ახლა რეისებს ბანგკოკის სამხრეთით მდებარე სამხედრო აეროდრომიდან ახორციელებს. თუმცა ეს აეროდრომი მოზღვავებულ ხალხს ვერ აუდის. გუშინ ღამე ბანგკოკში მომხდარ რამდენიმე აფეთქებაში საპროტესტო აქციის ორმოცდაათამდე მონაწილე დაიჭრა.

XS
SM
MD
LG