ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადის მწვანე ზონაში გაეროს შტაბიბანასთან  სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა


ბაღდადის მწვანე ზონაში გაეროს შტაბიბანასთან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

როგორც გაეროს ოფიციალური პირების აცხადებენ აფეთქებისას დაიღუპა ორი უცხოელი თანამშრომელი. დაჭრილია 14 ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია დაჭრილთა და მოკლულთა ეროვნება.

გაერომ შეამცირა ერაყში თავისი მისია მას შემდეგ რაც ხუთი წლის წინ ერაყში გაეროს შტაბბინასთან კამიკაძე ტეორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ბაღდადის სამხრეთში მდებარე შიიტურ მეჩეთში კამიკაძე ტეორისტის განხორციელებული თავდასხმისას დაიღუპა 12 და დაიჭრა 15 ადამიანი.

XS
SM
MD
LG