ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი თბილისიდან


თუკი დღევანდელ მედიაში დევნილების თემას განიხილავენ, ძირითადად აქცენტი კეთდება იმ სახლებზე, რომელიც დევნილებისათვის აშენდა წეროვანსა და კოდაში და სადაც აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულთა შესახლება ხდება. ფაქტიურად ყუდარღების გარეშე არიან დარჩენილნი ჯერ კიდევ თბილისში მყოფი დევნილები და აგრეთვე ის ადამიანები, რომელნიც თავის სახლებს დაუბრუნდნენ და რომელთა საცხოვრებელი სახლები მეტად დაზარალებულია. მათ აღარ ქვიათ დევნილები, მაგრამ მათი მდგომარეობა არანაკლებ მძიმეა. დღევანდელი ჩვენი რეპორტაჟის რესპოდენტია, სოფელ ნიქოზის მაცხოვრებელი და სოფლის საავამდმყოფოს ექიმი, ბატონი დავით ლომგულაშვილი, რომელიც დღევანდელ დღეს, სოფელ ნიქოზში არსებულ მდგომარეობაზე მოგვითხრობს.

დავით ლომგურაშვილი – იყო ძალიან რთული სიტუაცია, ძალიან დიდი სტრესი და გაჭირვება გამოიარეს ადამიანებმა და ვინც ცოცხალი გადარჩა, მათ შორის ახლა ძალიან რთული მდგომარეობაა. ეს ადამიანები ითხოვენ შველას, მათ ძალიან უჭირთ. თბილისში ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ნიქოზში. ამ ხალხს ძილი არა აქვს, დარჩათ შიშები და გახდნენ ძალიან აგრესიულები. პრობლემებს რაც შეეხება, ასვე ურთულეს მდგომარეობაში არიან, ზოგ სახლს ფანჯარა არა აქვს, ზოგს სახურავი, ახლა იქ უკვე ძალიან ცივა, არა აქვთ შეშა და არ აქვთ ფქვილი, მათ ელემენტარულად არ აქვთ გასათბობი და საკვები საშუალება. არის მიგრაციის ძალიან დიდი საშიშროება, რადგან, ზოგიერთი ოჯახი ისევ თბილისში დარჩენას ამჯობინებს, ზოგი დაბრუნებული ისევ უკან თბილისში დაბრუნდა, იმიტომ რომ იქ სრულიად გაუსაძლისი პირობებია. ზაფხული, როდესაც ეს ადამიანები მომავალ ზამთარს უზრუნველყოფდნენ, დაიკარგა. ამიტომ ისინი სრულიად დაუცველ და გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მაგალითად ხელისუფლებამ ჩამოუტანა ცელოფნები, რომ ჩამტვრეული ფანჯრები დალუქონ, რაც საკმარისი არ არის. ზამთარი ჯერ ისევ წინ არის და არ ვიცი ეს ხალხი როგორ გადაიტანს ამ ზამთარს, თუკი მათ არავინ დაეხმარება.

იმედი დავიტოვოთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს დაზარალებულ სოფლებში, ამ ზამთრის გარკვეულ ნაწილში მაინც შეუქმნის ადამიანებს საარსებოთ აუცილებელ მინიმუმს.


XS
SM
MD
LG