ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა  ახლახანს შორი რადიუსის რაკეტის  გამოცდა მოაწყო


ირანის ხელისუფლებამ ახლახანს შორი რადიუსის რაკეტის სახელად საჯელის გამოცდა მოაწყო, რომელსაც 1200 მილის მანძილზე მოქმედება შეუძლია. მანამდე ირანის რევოლუციური გვრადიის გუშაგებმა ერაყის საზღვრის მახლობლად კიდევ ერთი რაკეტის დემონსტრაცია მოაწყვეს, რომელიც სამენის სახელით არის ცნობილი.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა:“ ჩვენ გვქონდა დისკუსია ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ირანზე ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, რათა ამ უკანაკნელმა შეწყვიტოს ბალისტიკური რაკეტების გამოცდები, რომელიც მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას იწვევს.“

უკვე 4 წელია, რაც ირანი ამგვარ გამოცდებს აწყობს და სულ უფრო ზრდის რაკეტის მოქმედების რადიუსს. მაგალითად ირანული საჰაბ-3 800 მილის მანძილზე მოქმედებს და თეირანი ამჯამად ამ რაკეტების გამოუჯობესებაზე მუშაობს. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი რაკეტა სეჯილი ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების მოკავშირეთა ტერიტორიას მიაღწევს ისევე როგორც საჰაბ სამის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც ევროპის ტერიტორიას დაემუქრება.

თეთრი სახლის წარმომადგენლის გორდონ ჯონდროუს განცხადებით ირანის ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას რაკეტების გამოცდების გაგრძელებაზე თუ უნდა საერტაშორისო საზოგადოების ნდობის მოპოვება. ირანის რეჟიმი ამ გამოცდების გაგრძელებით მხოლოდ თავისი მოსახლეობის იზოლაციას უწყობს ხელს დანარჩენი სამყაროსგან.



XS
SM
MD
LG