ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმება აშშ-ის  სამხედროების  ერაყში  ყოფნის შესახებ


დღეს ერაყის მთავრობის კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმება აშშ-ის სამხედროების ერაყში ყოფნის შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად აშშ-ს ჯარი ერაყში დარჩება, წლის ბოლოს გაეროს მანდატის ამოწურვის შემდეგ. მაგრამ სამხედროების გამოყვანა ამერიკამ 2011 წლის ბოლოსთვის უნდა დაასრულოს.ხოლო შემდეგ ივნისამდე კოალიციურმა ჯარებმა უნდა დატოვის ერაყის ქალაქები.

ერაყის მთავრობის კაბინეტის 28 მინისტრიდან მხოლოდ ერთმა არ დაუჭირა მხარი ხელშეკრულებას.10 მინისტრი საერთოდ არ ესწრებოდა სხდომას.

ხელშეკრულება ამის შემდეგ პარლამენტში გადაინაცვლებს დასამტკიცებლად. ჯერჯერობით ინფორმაცია იმის თაობაზე თუ როდის მიიღებენ კანონმდებლები გადაწყვეტილებას ცნობილი არაა.


XS
SM
MD
LG