ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპისა და აზიის ბირჟებზე მაჩვენებლების დაცემა აღინიშნება


ევროპისა და აზიის ბირჟებზე მაჩვენებლების დაცემა აღინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ეკონომიკის მასტიმულირებელი დახმარების გამოყოფას აპირებს. ტოკიოს, ტაიპეისა და სიდნეის ბირჟებზე აქციების ფასი დაეცა, მას შემდეგ რაც ტოიოტისა და საატების მაწარმოებელი კომპანიის სითიზენის აქციების ფასმა დაიკლო. ამჟამად ევროპის ბაზრებზე მაჩვენებლის ორპროცენტიანი ვარდნა აღინიშნება. ასევე ინვესტორებს აღელვებთ ამერიკული ელექტროსაქონლის გამყიდველი კომპანიის სირკუტ სიტის გაკოტრებაც. ასევე ეცემა ჯენრალ მოტორსისა და საინვესტიციო ბანკის გოლდმან საქსის აქციების ღირებულებაც.
XS
SM
MD
LG