ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური ვაშინგტონი  შეშფოთებულია აზრებაიჯანის ეროვნული ტელე და რადიო მაუწყებლობის საბჭოს გადაწყვეტილებით


ოფიციალური ვაშინგტონი შეშფოთებულია აზრებაიჯანის ეროვნული ტელე და რადიო მაუწყებლობის საბჭოს გადაწყვეტილებით შეწყვიტოს საერთაშორისო რადიომაუწყებლობა აზრებაიჯანში.

აზერბაიჯანის ეროვნული ტელე და რადიო მაუწყებლობის საბჭოს თავჯდომარემ 31 ოქტომბერს განაცხადა რომ უცხოურ რადიომაუწყებლობებს, მათ შორის ამერიკის ხმას, რადიო თავისუფლებას და ბრიტანულ სამაუწყებლო კომპანიას ბიბისის 2009 წლისთვის შეუწყდებათ რადიოგადაცემები. საბჭომ ეს გადაწყვეტილება ამ სიაში მოხვედრილ რადიოსადგურებთან და აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოსთან წინასწარი შეთანხმებისა და მოლაპარაკების გარეშე გააკეთა.

აზერბაიჯანში შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ტერი დევიდსონი აცხადებს რომ საერთაშორისო მაუწყებლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზერბაიჯანის საზოგადოების აზრის ჩaმოყალიბებაში.

დემოკრატიული საზოგადოება საჭიროებს თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას. აზერბაიჯანში ისეთმა მაუწყებლობებმა როგორიცაა ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება და ბიბისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში დებატების პროცესის გაღრმავება- განვითარებაში. ცდ

რადიომაუწყებლობას ბაქოდან, “რადიო- თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების აზრებაიჯანულ განყოფილებას, რადიო აზდლიქს მაუწყებლობისთვის ყოველ კვირას ეთერში 67 საათი აქვს გამოყოფილი. გამოყოფილი დროის განმავლობაში მსმენელს საშუალება ეძლევა მსოფლიოს ახალი ამბების, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ თემებზე გადაცემები მოისმინოს.

ამერიკის ხმის აზერბაიჯანული განყოფილება მსმენელს დღეში ორჯერ 5 წუთიან ახალ ამბებს და ოცდაათ წუთიან ყოველდღიურ გადაცემებს სთავაზობს. აზრებაიჯანულ განყოფილებას ასევე სატელევიზიო გადაცემებიც ააქვს რომელიც მაყურებელს სთავაზობს ყოველდღიურად შვიდ წუთიან ახალ ამბებსა და 15 წუთიან პროგრამას სახელწოდებით „ამერიკეული ალმანახი“, გადაცემები აზერბაიჯანის საზოგადოებრივი არხის საშუალებით გადის ეთერში.

როგორც აშშ-ის მაუწყებლობის მმართველთა საბჭოს წევრი სტივენ ჯეი სიმმონსი აცხადებს რეგიონში მილიონობით ადამიანია რომელიც თავისუფალ მედიას არის მოწყურებული და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს თავი შეიკავოს ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისგან.

სახდეპის წარმომადგენელმა რობერტ ვუდმა გააკეთა განცხადება ამ ფაქტის შესახებ და დასძინა რომ ოფიციალური ვაშინგტონი აზერბაიჯანის მთავრობისგან ახსნა განმარტებას ელის და ვარაუდობს რომ ამ ნაბიჯს უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია.

XS
SM
MD
LG