ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტროპიკული აფრიკის თხუთმეტი ქვეყნის წარმომადგენლები ზიმბაბვეს საკითხს განიხილავენ


დღეს ტროპიკული აფრიკის თხუთმეტი ქვეყნის ლიდერები, სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ზიმბაბვეს საკითხის ირგვლივ სასაუბროდ შეიკრიბნენ. სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა კგამელა მოტლანტემ განაცხადა, რომ ზიმბაბვეს კრიზისის მოგვარება მხოლოდ მოქიშპე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი. ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბესა და ოპოზიციის ლიდერის მორგან შანგირაის პარტიები თხუთმეტ სექტემბერს მიღწეული ძალაუფლების გაყოფის ხელშეკრულების დადების მიუხედავად მთავრობის დაკომპლექტების გამო ვერ თანხმდებიან.
XS
SM
MD
LG