ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამას გუნდი პრიორიტეტებს სახავს


ამერიკის მომავალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ჩიკაგოში მის ეკონომიკურ გუნდს ხვდება. დღესვე იგი არჩევნებში გამარჯვებიდან პირველ პრეს კონფერენციას გამართავს. ბატონი ობამა 10 კვირის მერე დაიკავებს ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტს.მას მემკვიდრეობით ერგება ფინანსური კრიზისი, რომელიც თავისი მასშტაბებით დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე საყურადღებო შემთხვევაა. ამ წუთებში გრძელდება მითქმა მოთქმა იმის შესახებ თუ ვის დაასახელებს ობამა ხაზინის დეპარტამენტის მდივნად.

რაც შეეხება ბარაკ ობამას არჩევანს თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის პოსტზე, ეს იქნება მისი მეგობარი რაჰმ ემანუელი. ემანუელი ილინოისიდან არჩეული კონგრესმენია, რომელიც თეთრ სახლში პრეზიდენტ ბილ ქლინტონის დროსაც მსახურობდა.ობამამ განაცხადა, რომ ემანუელი მისი კარგი მეგობარია და რომ მან საქმე კარგად იცის. რაც შეეხება თავად ემანუელს, მან განაცხადა, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს რათა პრეზიდენტ დაეხმაროს ამეირკელების გაერთიანებაში და იმ ცვლილებების მოტანაში, რომლებიც ქვეყანას ესაჭიროება.

XS
SM
MD
LG