ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატებმა  სენატში 5 ადგილი წაართვეს რესპუბლიკელებს


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებასთან ერთად დემოკრატებმა სენატში 5 ადგილი წაართვეს რესპუბლიკელებს და კონგრესზეც დაამყარეს კონტროლი.

ვირჯინიაში ყოფილმა გუბერნატორმა მარკ ვორნერმა რესპუბლიკელი ჯიმ გილმორის დამარცხება შესძლო. ჩრდილოეთ კაროლინაში დემოკრატმა კეი ჰაგანმა ელიზაბეტ დოული დაამარცხა. დემოკრატებმა წარმატებას მიარწიეს აგრეთვე კოლორადოს, ნიუ ჰემფშირის და ნიუ მექსიკოს შტატებში.

დემოკრატებმა კიდევ უფრო გაიმყარეს პოზიციები წარმომადგენელთა პალატაშიც ფლორიდასა და კონეკტიკუტის შტატებში მიღწეული წარმატების ხარჯზე.


XS
SM
MD
LG