ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

    შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ბარაკ ობამა  7%-ით უსწრებს თავის რესპუბლიკელ მეტოქეს ჯონ მაკ კეინს



შეერთებულ შტატებში არჩევნებამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით ბარაკ ობამა 7%-ით უსწრებს თავის რესპუბლიკელ მეტოქეს ჯონ მაკ კეინს. ყველაფერი იქითკენ მიდის რომ ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პირველი აფრო-ამერიკელი პრეზიდენტი გახდება.

შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა ისეა მოწყობილი რომ ყველა შტატს კონგრესში წარმომადგენლობის და თავისი მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გარკვეული წარმომადგენლობა გააჩნია საარჩევნო კოლეგიაში. საპრეზიდენტო კანდიდატებს გამარჯვებისთვის ამ კოლეგიის წევრთა 270-დან 538 ხმის მოპოვება სჭირდებათ.

სენატორი ჯონ მაკ კეინი დღეს 7 შტატში გამოვა წინასაარჩევნო მიტინგზე და საპრეზიდენტო კამპანიას თავის მშობლიურ არიზონას შტატში დაასრულებს.

თავის მხრივ ბარაკ ობამა დღეს ჩრდილოეთ კაროლინის ფლორიდის და ვირჯინიის შტატებს ეწვევა.

XS
SM
MD
LG