ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება


თეთრი სახლისთვის ბრძოლის ბოლო სტადია ააშკარავებს იმას, რომ ბარაკ ობამა პოპულარობით უსწრებს ჯონ მაკკეინს. თეთრი სახლისთვის ბრძოლის ბოლო სტადია ააშკარავებს იმას, რომ ბარაკ ობამა პოპულარობით უსწრებს ჯონ მაკკეინს. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღე რჩება. მაკკეინი და ობამა აგრძელებენ საარჩევნო კამპანიას. სენატორი ობამა ოჰაიოს შტატში იმყოფება, სადაც მუსიკოს ბრიუს სპრინგსტინთან ერთად აპირებს ხალხის წინაშე წარდგომას.

სენატორი მაკკეინი კი პენსილვანიის შტატში აწარმოებს კამპანიას. ოჰაიო და პენსილვანია საპრეზიდენტოდ ასარჩევად აუცილებელი ორას სამოცდაათი საარჩევნო ხმის თხუთმეტ პროცენტს იძლევიან. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, მართალია ობამა ლიდერობს, მაგრამ არჩევნებისთვის ძალზე მნიშვნელოვან შტატებში კანდიდატები პოპულარობით უთანაბრდებიან ერთმანეთს. ვირჯინიისა და პენსილვანიის შტატებში ყოფნისას მაკკეინი ამომრჩევლებს დაბალი გადასახადების შენარჩუნებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დაღმავალზე მყოფი ეკონომიკის გაუმჯობესებას შეპირდა. ობამა კი ნევადის, კოლორადოსა და მისურის შტატებში სიტყვით გამოსვლისას დაბალი შემოსავლების მქონეთათვის გადასახადების შემცირების პირობას იძლეოდა.


XS
SM
MD
LG