ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის.


ამერიკის შეერთებულ შტატებში მკვეთრად დაიკლო მომხმარებელთა მიერ ფულის ხარჯვის მაჩვენებელმა. ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით ეს ყველაზე უფრო მკვეთრი ვარდნაა უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში.

გლობალური ფინანსური კრიზისის გამო შემცირდა ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე გერმანიის მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით სექტემბერში 2%-ით შემცირდა საცალო ვაჭრობის დონე.

შეერთებული შტატების ეკონომიკა რეცესიისკენ მიდის. ამ ფონზე ამერიკის და ევროპის ცენტრალური ბანკები საპროცენტო განაკვეთებს ამცირებენ. ეს ღონისძიება საშუალებას მისცემს ბიზნესმენებს უფრო ხელსაყრელ პირობებში ისესხონ ფული ბანკებიდან.


XS
SM
MD
LG