ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდებს


ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ციპი ლივნიმ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისკენ მოუწოდა, ვინაიდან ახალი კოალიციური მინისტრთა კაბინეტის შექმნის მისეული მცდელობა კრახით დასრულდა. გასულ პარასკევს ისრაელის ულტრა ორთოდოქსულმა შას პარტიამ განაცხადა, რომ

კოალიციურ მთავრობაში შესვლას არ აპირებს, ვინაიდან ლივნის ცენტრისტულ კადიმას პარტიასთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია. ლივნიმ მოახერხა გარიგება ისრაელის ლეიბორისტებთან. თუმცა ბევრი თვლის, რომ კოალიცია შას გარეშე ვერ შედგება. დღეს შექმნილი სიტუაციის ირგვლივ სასაუბროდ, ლივნი ქვეყნის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდება. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ ერთი კვირა რჩება კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბლებლად, ლივნიმ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG