ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოფელ მუჟავაში ნაღმის აფეთქების შედეგად წალენჯიხის რაიონის გამგებელი გია მებონია გარდაიცვალა


საქართველოს ხელისუფლების განცხადებით სოფელ მუჟავაში ნაღმის აფეთქების შედეგად წალენჯიხის რაიონის გამგებელი გია მებონია და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური პულტის საშუალებით მოიყვანეს მოქმედებაში აფხაზმა სეპარატისტებმა, რომლებმაც წინა დღეს ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლი დაცხრილეს ამ სოფელში. გამგებელი სწორედ ამ სახლის დასათვალიერებლად იყო მისული სოფელში.

XS
SM
MD
LG