ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აზიის საფონდო ბირჟებზე მაჩვენებლების დაღმასვლა დაფიქსირდა


აზიის საფონდო ბირჟებზე მაჩვენებლების დაღმასვლა დაფიქსირდა. სპეციალისტები შიშობენ, რომ კორპორაციების შემცირებულ შემოსავლებს შეიძლება მსოფლიო მასშტაბით რეცესია მოჰყვეს თან. ტოკიოს ნიკეის ინდექსი თითიქმის შვიდი პროცენტით დაქვეითდა, მაშინ როდესაც ჰონ კონგისა და სეულის საფონდო ბირჟებზე ამ დაღმასვლას ხუთ პროცენტზე მეტი ჰქონდა. იგივე ტენდენცია შეინიშნება სიდნეისა და წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში. ეს მოჰყვა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მაჩვენებლების მკვეთრ დაქვეითებას. ამ ფონზე თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ბუშს ჯერ-ჯერობით არა აქვს დაგეგმილი ამერიკის ეკონომიკისადმი დახმარების მეორე ფინანსური პაკეტის დამტკიცება. თუმც უნდა აღინიშნოს, რო როგორც სპეციალისტებს მიაჩნიათ ამგვარ პაკეტს შეუძლია გამოიყვანოს ქვეყანა ხანგრძლივი ეკონომიკური დაღმასვლიდან. თეთრი სახლის რწმუნებულმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში მზადაა განიხილოს ნებისმიერი ინიციატივა მ პრობლემის მოსაგვარებლად.

XS
SM
MD
LG