ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზიმბაბვეს პრეზიდენტი წამყვან თანამდებობებზე საკუთარი პარტიის წევრებს ნიშნავს


ზიმბაბვეს ოპოზიციის განცხადებით რობერტ მუგაბესთან დადებულ შეთანხმებას, რომელიც ძალაუფლების განაწილებას ითვალისწინებს, საფრთხე ემუქრება, რადგან ზიმბაბვეს პრეზიდენტი წამყვან თანამდებობებზე საკუთარი პარტიის წევრებს ნიშნავს.

პრეზიდენტმა მუგაბემ თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრებად თავისი თანაპარტიელები დანიშნა.

ზიმბაბვეს ოპოზიცია ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილების წინააღმდეგია. ოპოზიციის ლიდერებმა მორგან ჩვანგირაიმ და არტურ მუტამბარამ ამასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართეს სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტს ტაბო მბეკის ჰარარეში ჩავიდეს პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად.

შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით თავისი შეშფოთება არ დამალა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა, რომელმაც ზიმბაბვეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას დაუჭირა მხარი, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც შევლენ.

XS
SM
MD
LG