ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის აღმოსავლეთით  კამიკაძე ტერორისტის მიერ აფეთქებულმა  ნაღმმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


პაკისტანის აღმოსავლეთით კამიკაძე ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ნაღმმა 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქება ოპოზიციონერი კანონმდებლის სახლთან მოხდა.

პოლიციის უფროსის კჰადიმ ჰუსეინის განცხადებით რაშიდ აკბარ ნავანი, რომელიც პრემიერ მინისტრის ნავაზ შარიფის პარტიის წევრი იყო, აფეთქების შედეგად საკუთარ სახლში დაიჭრა . მისივე განცხადებით კამიკაძე ტერორისტმა თავი აიფეთქა ოპოზოციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერთა შორის.
მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამდროისათვის არავის აუღია თავის თავზე.ბოლო კვირების განმავლობაში პაკისტანში ძალადობის ფაქტები ძალზედ გახშირდა.

კვირას პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ეჭვმიტანილმა თალიბმა მეამბოხეებმა რაკეტები დაუშინეს ცნობილი პაკისტანელი პოლიტიკოსის რეზიდენციას. იგი შეტევის დროს არ დაშავებულა, თვითმხილველების განცხადებით დაზიანდა პოლიტიკოსის რეზიდენციის მიმდებარე სახლები.

XS
SM
MD
LG