ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში ავღანეთის საელჩოს გენერალური კონსული გაიტაცეს


პაკისტანში ავღანეთის საელჩოს გენერალური კონსული გაიტაცეს.


ისლამაბადიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, პაკისტანში ავღანეთის საელჩოს გენერალური კონსული გაიტაცეს. ამ ინფორმაციის თანახმად გენერალური კონსული ჰაჯი აბდულ ხალიდ ფარაჰი ავღანეთში ბრუნდებოდა, როდესაც მათხოვრებად გადაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა მის ავტომობილზე თავდასხმა განახორციელეს და კონსული გაიტაცეს ხოლო მისი მძღოლი კი მოკლეს. ფარაჰი მალე პაკისტანში ავღანეთის მომავალ ელჩად უნდა დაესახელებინათ. ამ დროს კი პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა განაცხადა, რომ იმ დროს, როდესაც ისლამაბადში მდებარე სასტუმრო მარიოტთან აფეტქება განხორციელდა, იქ სავახშმოდ ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყვნენ. მალიკის თქმით, ეს გეგმა ბოლო წუთებში შეიცვალა და ქვეყნის ლიდერებმა პრემიერ-მინისტრის სახლში ივახშმეს. ფიქრობენ, რომ მარიოტის აფეთქება, რომელსაც ორმოცდაცამეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ალ-ყაიდასთან დაკავსირებული თალიბების მოწყობილია.

XS
SM
MD
LG