ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში მომხდარ აფეთქებას ხუთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ერაყში მომხდარ აფეთქებას ხუთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ერაყის დაიალას პროვინციაში განხორციელებულ აფეთებას ხუთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია რამდენიმე კაცი. პოლიცია აცხადებს, რომ გზისპირას დამონტაჟებული ნაღმი პოლიციის პატრულის ჩავლის დროს აფეთქდა. ამ დროს კი ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ ქალაქ მოსულში ტელეჟურნალისტების ჯგუფის გატაცებისა და მკვლელობის ფაქტის გამოძიების ბრძანება გასცა. ოთხი მოკლული ჟურნალისტი ერაყის ალ-შარქიას ტელევიზიაში მუშაობდა. მოკლულთა შორის ტელეკომპანიის მოსულის განყოფილების ხელმძღვანელიცაა. ჯერ-ჯერობით დადგენილი არა არის თუ ვინ განახორციელა ეს ტერაქტი.

XS
SM
MD
LG