ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში გაეროს ავტოკოლონის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა


ავღანეთში კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებულ აფეთქებას გაეროს ეგიდით მომუშავე ორი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ავღანეთში კამიკაძე ტერორისტების მიერ განხორციელებულ აფეთქებას გაეროს ეგიდით მომუშავე ორი ექიმის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოფიციალური განცხადების თანახმად, ტერაქტი პაკისტანის საზღვართან მდებარე ქალაქ სპინ ბოლდაკის მიმართულებით მიმავალი გაეროს ავტოკოლონის წინააღმდეგ განხორციელდა. დაიღუპა აგრეთვე ექიმების მძღოლი. დაწრილია თხუთმეტი კაცი. ექიმები სპინ ბოლდაკში პოლიომელიტის საწინააღმდეგო აცრების გასაკეთებლად მიემგზავრებოდნენ. ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გამოაშკარევებული არ არის თუ ვინ მოაწყო აფეთქება, მაგრამ ცნობილია, რომ ამ მიდამოებში თალიბები რეგულარულად ახორციელებენ თავდასხმებს ავღანეთისა და კოალიციის სამხედრო შენაერთებზე. ამ დროს კი ხოსტის პროვინციაში კოალიციისა და ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა, თალიბთა ერთ-ერთი ლიდერის ჯალალუდინ ჰაკანის ერთგული რამდენიმე მოთარეშის განადგურება მოახერხეს.

XS
SM
MD
LG